Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში მოლაპარაკებების ფონზე ჰასან როჰანიმ 2015 წლის შეთანხმების „აღორძინების“ იმედი გამოთქვა


ოთხშაბათს ვენაში გრძელდებოდა ირანისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების განახლების შესახებ. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ 7 აპრილს 2015 წლის შეთანხმების „აღორძინების“ იმედი გამოთქვა.

ეს მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირველი მნიშვნელოვანი მცდელობაა, განაახლოს მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმა (JCPOA). პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე მან პირობა დადო, რომ შეზღუდავს ირანის ბირთვულ პროგრამას. მისი წინამორბედი, დონალდ ტრამპი 2018 წელს გამოვიდა შეთანხმებიდან.

„მხარეები კიდევ ერთხელ მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ არსებობს უკეთესი ალტერნატივა,“ განაცხადა როჰანიმ ოთხშაბათს.

მოლაპარაკებების პირველი დღის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა თქვა, რომ ვაშინგტონის აზრით, ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებები „კონსტრუქციული“ და „სასურველი ნაბიჯია“, თუმცა „ირანელებს პირდაპირ არ ვხვდებით“.

ამ არაპირდაპირ მოლაპარაკებებში შუამავლის როლს თამაშობენ ევროპელი დიპლომატები. გუშინ მოლაპარაკებებს „წარმატებული“ უწოდა რუსეთის წარმომადგენელმა, მიხაილ ულიანოვმაც. თუმცა, მისი თქმით, ბირთვული შეთანხმების აღდგენას „დრო დასჭირდება“.

XS
SM
MD
LG