Accessibility links

site logo site logo

აშშ აღადგენს პალესტინელების დახმარებას, 235 მილიონამდე დოლარის მოცულობის თანხებით


აშშ აცხადებს, რომ პალესტინელებს დახმარების სახით გამოუყოფს 235 მილიონი დოლარის მოცულობის თანხებს - რითიც აღადგენს დაგინანსებას გაეროს სააგენტოში, რომელიც ლტოლვილებს ეხმარება, ისევე, როგორც სხვა სახის დახმარებას, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პერიოდში შეწყდა.

პაკეტი მოიცავს 150 მილიონ დოლარს გაეროს სააგენტოსთვის (UNRWA), რომელიც ეხმარება 5,7 მილიონამდე რეგისტრირებულ პალესტინელ ლტოლვილს - განაცხადა 7 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. გეგმა ასევე მოიცავს 75 მილიონ დოლარს ეკონომიკური და განვითარების დახმარების სახით, და 10 მილიონ დოლარს სამშვიდობო პროგრამებისთვის.

ეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მისი პირობის შესასრულებლად, რომ შეცვლიდა თავისი წინამორბედის საგარეო პოლიტიკის გარკვეულ კომპონენტებს, რომლებსაც პალესტინელები მიიჩნევდნენ ისრაელის სასარგებლოდ მიკერძოებულად.

პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, აჰმედ აბუ ჰული აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს გაესაუბრება და მიესალმება ამ "ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას".

აშშ-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა "იმედგაცრუება და წინააღმდეგობა" გამოხატა აშშ-ის გადაწყვეტილების მიმართ აღადგინოს UNRWA-ის დაფინანსება, ელჩის თქმით იმის გარეშე, რომ "ჯერ უზრუნველეყო ის, რომ გარკვეული რეფორმები გატარდა - მათ შორის შეგულიანება და საგანმანათლებლო პროგრამებიდან ანტისემიტური შინაარსის ამოღება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG