Accessibility links

site logo site logo

კორონავირუსი კიდევ ორ დეპუტატს დაუდასტურდა


ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიგებს საქართველოს პარლამენტის კიდევ ორი დეპუტატი დაემატა. ესენი არიან „ქართული ოცნების“ წევრები ირაკლი ზარქუა და ირაკლი მეძმარიაშვილი. მათგან ირაკლი ზარქუამ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს, თუმცა PCR ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ამ დროისათვის COVID-19-ით ინფიცირებულია საქართველოს პარლამენტის ხუთი დეპუტატი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანსა და მაია მენაღარიშვილს კოვიდინფიცირება გუშინ, 7 აპრილს დაუდასტურდათ.კორონავირუსით დაავადებულ თანამდებობის პირთა შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. მისმა ტესტმა დადებითი შედეგი 6 აპრილს აჩვენა.

8 აპრილს პარლამენტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 34 201 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 761 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 9 პაციენტი, 537-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. ინფიცირების 761 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი - 434 თბილისშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG