Accessibility links

site logo site logo

ჟურნალისტი რომან ვასიუკოვიჩი დააჯარიმეს წიგნისთვის „ბელარუსის დონბასი“


რომან ვასიუკოვიჩი

580 ბელარუსული რუბლით (დაახლოებით $220) დააჯარიმეს ამერიკის ხმისა და რადიო თავისუფლების ერთობლივი რუსულენოვანი ტელეპროექტის „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ჟურნალისტი, რომან ვასიუკოვიჩი, რომელსაც ბინის ჩხერკის დროს სამარათალდაცველებმა ბელარუსის რეჟიმის მიერ ექსტრემისტულად მიჩნეული წიგი „ბელარუსის“ დონბასი აღმოუჩინეს.

ვასიუკევიჩი ჯერ კიდევ გასული წლის 11 დეკემბერს დააკავეს მინსკში, როდესაც იგი კიევიდან ბრუნდებოდა. მაშინ ვასიუკოვიჩს ჩამოართვეს ნოუთბუქი და ჟურნალისტების, იგორ ილიაშის და კატერინა ანდრეევას წიგნი, „ბელარუსის დონბასი“, რომელიც ჟურნალისტ ვასიუკევიჩს, როგორც სასამართლოზე მან განმარტა, ჯერ კიდევ არ ჰქონდა წაკითხული.

მოგვიანებით ნოუთბუქი დაუბრუნეს, ხოლო წიგნი ინფორმაციის სამინისტროში გაგზავნეს „ექსტრემიზმზე ექსპერტიზის“ ჩასატარებლად.

"ის, რომ წიგნის ყიდვა აკრძალულია, უკვე რაღაც პარანოიას ჰგავს. ჩემს მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ვხსნი იმით, რომ როგორც ჟურნალისტი ვიმყოფები რომელიღაც სიაში, რის შესახებაც ორი კვირის წინ შევიტყვე“, - უთხრა რომან ვასუკოვიჩიმა რადიო თავისუფლებას.

სასამართლომ 26 მარტს „ექსტრემისტულად სცნო“ იგორ ილიაშის და კატერინა ანდრეევას წიგნი. როგორც იგორ ილიაშმა უთხრა „დოიჩე ველეს“ წიგნი „ბელარუსის დონბასი“, რომელიც 2020 წელს გამოიცა კიევში, ესაა „სიმართლე დონბასში მიმდინარე ომის შესახებ და „ბელარუსის მოქალაქეებისა და ბელარუსის როლზე ამ კონფლიქტში“. წიგნი იმდენად დიდი პოპულარუბით სარგებლობს, რომ იგი უკვე ორჯერ გამოიცა უკრაინაში.

თანაავტორები მიიჩნევენ, რომ წიგნი ექსტრემისტულად მიიჩნიეს ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დავალებით, ხოლო ექსპერტებმა, რომლებსაც წიგნი არც კი წაუკითხავთ, უბრალოდ გაიმეორეს, „ასეთი შემთხვევებისათვის გამზადებული ფორმულირებას.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG