Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელმა მოუწოდა პუტინს გაიყვანოს უკრაინის საზღვრის მახლობლად განლაგებული სამხედრო ძალა


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბარში მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს, რომ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით შეამციროს რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნა უკრაინის საზღვრის მახლობლად. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის კანცლერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში, რომელშიც აღნიშნულია ასევე, რომ მერკელმა და პუტინმა განიხილეს ბოსნიაში, ლიბიასა და სირიაში შექმნილი ვითარების გარეშე. მერკელმა ასევე ახსენა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ვლადიმის ოლქში მდებარე კოლონიაში ამჟამად კვლავ განაგრძობს შიმშილობას.

კრემლის მიერ ამ სატელეფონოს საუბრის შესახებ გავრცელებულ ცნობაში კი მხოლოდ ისაა ხაზგასმული, რომ ორმა ლიდერმა „გამოხატეს შოშფოთება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბულობის ესკალაციის გამო“. კრემლის ცნობის თანახმად, პუტინმა ყურადღება გაამახვილა პროვოკაციულ ქმედებაზე კიევის მიერ, რომელიც ბოლო ხაზს მიზანმიმართულად ძაბავს ვითარებას შეხების ხაზზე“.
რუსეთის ჯარებზე კრემლის ცნობაში არაფერია ნათქვამი. მაგრამ ნახსენებია ალექეი ნავალნი, რომლის სახელის ხსენებასაც პუტინიდან დაწყებული და რიგითი მოხელით დამთავრებული კრემლში ყველა თავს არიდებდა. „ფედერალური კანცლერის მიერ გამოხატული დაინტერსების გამო შეეხნენ ასევე ა. ნავალნის გარშემო განვითარებულ სიტუაციას“, - იუწყება კრემლი.

ამ საუბრის ფონის ვითარების ესკალაცია აღმოსავლეთ კონფლიქტის ზონაში და რუსეთის არმიის მასშტაბური კონცენტრაცია ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე და უკრაინის საზღვრის სიახლოვეს დონბასის მახლობლად.

გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებთან საუბარში უარყო რუსეთიდან რაიმე საფრთხის არსებობა და განაცხადა, რომ სამხედრო ძალის გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიის შიგნით მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის შიდა პრობლემაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG