Accessibility links

logo-print logo-print

ბათუმში ენმ და სხვა ოპოზიციური პარტიები 9 აპრილის მემორიალისკენ მსვლელობას მართავენ


ბათუმი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები ოფისიდან გაემართნენ გმირთა ხეივნისკენ, სადაც მდებარეობს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი. მსვლელობის მონაწილეები შეგნებულად არღვევენ კომენდანტის საათს და აცხადებენ, რომ მემორიალთან უნდა მიაგონ პატივი 9 აპრილის მსხვერპლთ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყოველწლიურად 9 აპრილს 00:00 საათს მემორიალთან ხვდებიან და არც წელს დაარღვიეს ტრადიცია.

მსვლელობაში, აგრეთვე, მონაწილეობენ სხვა ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, „ლელო".

მოქალაქეების გადაადგილებას თვალს ადევნებს საპატრულო პოლიცია, თუმცა რაიმე ინციდენტი არ ყოფილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG