Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვირუსის ახალი ვარიანტები იწვევს ინფიცირების შემთხვევების გლობალურ ზრდას


მსოფლიოს გარშემო ბევრ ქვეყანაში აღირიცხა COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილის და ინფიცირების ახალი შემთხვევების სარეკორდო მაჩვენებელი, რასაც იწვევს ვირუსის ახალი, კიდევ უფრო სწრაფი გავრცელების უნარის მქონე ვარიანტები, იმ ფონზე, როცა იმუნიზაციის კამპანიაში შეფერხებას ქმნის ცნობები იშვიათ შემთხვევებში AstraZeneca-ს ვაქცინის შესაძლო კავშირზე თრომბებთან.

ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წამლების მარეგულირებელმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ სისხლის თრომბები უნდა დასახელდეს AstraZeneca-ს ვაქცინის "ძალიან იშვიათ" გვერდით მოვლენად, ბლოკის წევრმა და სხვა ქვეყნებმა გამოცხადეს ახალი გეგმების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს ისედაც ნელი ტემპით მიმდინარე ვაქცინაციის კამპანიები.

დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ვაქცინის მიღების სიკეთე გადაწონის მცირე რისკს - რომელიც, ზოგიერთი შეფასებით, 100,000 დოზიდან ერთ შემთხვევაზე მოდის. ევროკავშირის მარეგულირებელი უწყება კვლავ გამოდის რჩევით, რომ ეს ვაქცინა ყველა ზრდასრულს შეიძლება გაუკეთდეს. მაგრამ გარკვეულმა ქვეყნებმა დაიწყეს AstraZeneca-ს ინექციის შეზღუდვა, 55 ან 60 წლამდე ასაკის ჯგუფებში.

მექსიკა და ბრაზილია აცხადებენ, რომ არ დააწესებენ არანაირ შეზღუდვას. ირანი, ინდოეთი და თურქეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ სარეკორდოდ მაღალია. მძიმე ვითარება კიდევ უფრო მეტად უარესდება ბრაზილიაში, სადაც COVID-19-ით გარდაცვალების კიდევ 4,249 შემთხვევა აღირიცხა.

აშშ განაგრძობს წინსვლას იმუნიზაციის პროცესში, იქ უკვე ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 20 პროცენტია სრულად ვაქცინირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG