Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა გაათავისუფლა გაყინული თანხების გამო კონფლიქტის ფონზე დაკავებული სამხრეთ კორეის ტანკერი


ირანმა გაათავისუფლა სამხრეთ კორეის ნავთობის ტანკერი, რომელიც სამი თვის წინ დააკავა, აშშ-ის სანქციების შედეგად გაყინული, მილიარდობით დოლარის ოდენობის თანხების გარშემო შექმნილი უთანხმოების ფონზე.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 აპრილს გამოაცხადა, რომ ტანკერი და მისი კაპიტანი გაათავისუფლეს, და ტანკერმა დატოვა ირანის პორტი. ეკიპაჟის თორმეტი წევრი, რომლებიც მანამდე გაათავისუფლეს, ტანკერის დაკავების პერიოდში ადგილზე დარჩა, შესაკეთებელი სამუშაოებისთვის.

ირანმა ტანკერი 4 იანვარს დააკავა ჰორმუზის სრუტეში. დაკავების მომენტში ირანმა განაცხადა, რომ ტანკერიდან ნავთობი ჟონავდა, რაც გარემოს დაცვის კანონების დარღვევა იყო. ამ ნაბიჯს ფართოდ აღიქვამდნენ პასუხად სამხრეთ კორეაში, ირანულ საბანკო ანგარიშებზე 7 მილიონი დოლარის გაყინვაზე, თუმცა თეირანი ოფიციალურად უარყოფდა კავშირს მის ნაბიჯებს და ფულს შორის.

აშშ-მა ირანს სანქციები 2018 წელს აღუდგინა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონი გამოიყვანა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულებიდან.

სამხრეთ იყო კორეა ირანის ნავთობის მსხვილი მყიდველი, სანამ ვაშინგტონი 2019 წელს დაასრულებდა სამხრეთ კორეისთვის სანქციების გაუქმებას ირანის ნავთობის იმპორტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG