Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მაღალჩინოსანი უკრაინას მოუწოდებს ოლიგარქების გავლენის შეზღუდვისკენ


ჯორჯ კენტი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
ჯორჯ კენტი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ უკრაინა უნდა შეებრძოლოს კორუფციას და სუსტ ინსტიტუტებს, მათ შორის დმიტრო ფირტაშს, რომლის ბიზნესებმაც ბუნებრივი გაზის სექტორში ის ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან ოლიგარქად აქცია.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯორჯ კენტმა, ეს განცხადება 8 აპრილს გააკეთა, იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევის მხრიდან რეფორმებთან დაკავშირებულ პროგრესს პრიორიტეტულ საკითხად ასახელებს ორმხრივი ურთიერთობებისთვის.

აშშ-უკრაინის ბიზნესის საბჭოს შეხვედრაზე გამოსვლისას, კენტმა თქვა, რომ კორუფცია და სუსტი სასამართლო სისტემა უკრაინას "შიდაპოლიტიკურ საფრთხეს" უქმნის და ეს შეადარა გარეშე საფრთხეს, რომელიც კიევისთვის რუსეთისგან მოდის.

უკრაინის საზღვართან რუსეთმა სამხედრო ძალების კონცენტრაცია გაზარდა, ძალები ყირიმის ოკუპირებულ ნახევარკუნძულზეც განათავსა. ეს დასავლეთის დამკვირებლებში იწვევს შეშფოთებას შესაძლო ესკალაციის შესახებ აღმოსავლეთ უკრაინაში შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტში.

კენტის თქმით, შვიდ წელიწადში მას შემდეგ, რაც უკრაინის მოქალაქეებმა ხელისუფლებიდან გააძევეს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის კორუმპირებული ადმინისტრაცია, ქვეყნის სასამართლო სისტემა კვლავ "ნაკლოვანია", და ვითარებას კვლავ ოლიგარქები განსაზღვრავენ. "მოვიდა დრო... რთული გადაწყვეტილებების მისაღებად, ოლიგარქთა გავლენის და კორუფციის შესაზღუდად", - თქვა კენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG