Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო


ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მთავრობის სახელით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უსამძიმრებს სამეფო ოჯახს.

„გამოვთქვამ დიდ მწუხარებას მისი სამეფო უდიდებულესობის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო. საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს და ვიზიარებ ბრიტანელი ხალხის მწუხარებას", - წერს პრემიერ-მინისტრი „ტვიტერზე".

დღეს, 9 აპრილს, გარდაიცვალა ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი პრინცი ფილიპე, რომელსაც წელს 10 ივნისს 100 წელი შეუსრულდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG