Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა საქართველოსთვის მებრძოლთა ერთიანი მემორიალი გაკეთდეს 


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, თბილისში ერთ სივრცეში გაკეთდეს იმ პირთა მემორიალი, ვინც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ მსგავსი სივრცის ვაკის პარკში მოსაწყობად უკვე მიმართა მთავრობას და თბილისის მერიას.

"ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა შეძლება მიაგოს პატივი. სადაც საშუალება გვექნება, რომ ახალგაზრდებს ვასწავლოთ ამ 100 წლის ბრძოლების ისტორია, სადაც, როცა ჩამოვლენ ჩვენი უცხოელი სტუმრები ცოტა უფრო ღირსეულად მივიყვანთ პატივის მისაგებად. რაც დღეს ხდებოდა 9 აპრილის მემორიალთან და რაც ხდება პრაქტიკულად ყოველ წელს, არის სრულიად მიუღებელი. უფრო შესატყვისი ადგილი უნდა მოინახოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის სურვილია, რომ ეს მემორიალი ვაკის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG