Accessibility links

site logo site logo

ანდრიუს კუბილიუსი: „დასავლეთის სისუსტე კრემლის აგრესიის პროვოცირებას ახდენს“


ევროპარლამენტის დეპუტატი, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ დასავლეთის სისუსტე კრემლის აგრესიის პროვოცირებას ახდენს, რისთვისაც პუტინის აგრესიული რიტორიკის წინაშე, სიმტკიცის ჩვენებაა საჭირო და არა უკან დახევა.

„თუ ჩვენ გვსურს მშვიდობა ევროპის კონტინენტზე, მაშინ არ არის საჭირო უკან დახევა პუტინის აგრესიული რიტორიკის წინაშე, საჭიროა საკუთარი სიმტკიცის ჩვენება. საჭიროა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხოების სერიოზული ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა; საჭიროა, რომ უფრო ხშირად ვილაპარაკოთ ამ ქვეყნების ევროპაში ინტეგრაციაზე, რაც დაეხმარებოდა მათ, რომ იყვნენ უფრო მეტად მოტივირებულნი, როცა საკმაოდ რთულ რეფორმებს ახორციელებენ. მხოლოდ ამგვარმა რეფორმებმა შეიძლება მოიტანოს უკრაინისა თუ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სხვა ქვეყნების წარმატება“, - განაცხადა 9 აპრილს კუბილიუსმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში.


ამ განცხადების ფონია რუსეთის აგრესიული ქმედებები ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსა და აღმოსავლეთის უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონში.

უკრაინის მიმართ რუსეთის მიმდინარე აგრესიის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინას და გამოხატავს შეშფოთებას „რუსეთის მიმდინარე აგრესიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში“ უსაფრთხოების მხრივ შექმნილი ვითარების გამო.

2 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ამ თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველად ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, იმ ფონზე, როცა ვრცელდება შემაშფოთებელი ცნობები რუსეთის მიერ ჯარის რაოდენობის გაზრდაზე უკრაინის საზღვართან.

8 აპრილს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბარში მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით შეამციროს რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნა უკრაინის საზღვრის მახლობლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG