Accessibility links

site logo site logo

„უცნობი“ გეგმავს დააფუძნოს საზოგადოებრივი მოძრაობა სახელწოდებით „აი ია“  


დღეს, 9 აპრილს, გამართული აქციის შემდეგ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობმა“) პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აპირებს საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, რომლის სახელწოდება იქნება „აი ია“.

„ეს მოძრაობა დაფუძნდება ძალიან მალე და შემდეგ უკვე ამ ხალხის კარნახით შევქმნათ ახალი ძალა. ეს არის ჩემი ნაფიქრი და რამდენად შევძლებთ ამას...“ - ამბობს „უცნობი“.

შეკითხვაზე, საზოგადოებრივი ძალა გარდაიქმნება შემდგომში პოლიტიკურ პარტიად? გაჩეჩილაძე პასუხობს: „არ არის გამორიცხული. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. პოლიტიკურ ძალას იცით რა სჭირდება - ფინანსები, ადამიანური რესურსი. რამდენად მოვახერხებთ საზოგადოებასთან ერთად ამის ჩამოყალიბებას და შექმნას, იმაზეა ეს დამოკიდებული. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს მოვახერხოთ“.

„უცნობი“ ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა იღოს პასუხიმგებლობა. გია გაჩეჩილაძე ლაპარაკობს ოპოზიციისა და ხელისუფლების შესახებ.

„რაც შეიძლება სწრაფად დავამთავროთ „ნაცმოძრაობის“ პროვოცირებული და „ქართული ოცნების“ უსუსურობით შექმნილი პოლიტიკური მოცემულობა’, - განაცხადა მან.

გია გაჩეჩილაძის ორგანიზებით თბილისში 9 აპრილს „ევროპის მოედანიდან" დაიწყო აქცია. მასზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. მოგვიანებით მათ საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს და პატრიარქ ილია მეორეს მხარდაჭერა გამოუცხადეს. საბოლოოდ, დედა ენის ბაღში გაჩეჩილაძის ინიციატივით გამოაცხადეს „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნება.

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება.

საკოორდინაციო საბჭომ განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც, მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით აიკრძალა ფართის გადაცემა/დათმობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიებების გამართვის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა კი გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა.

რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება

4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს

საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც, მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება.

აღინიშნა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების მატების დინამიკა საყურადღებოა და როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას, რაც ქვეყანას ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას და, შესაბამისად, მკაცრი შეზღუდვების დაწესების საჭიროებას ააცილებს.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია. ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით აიკრძალა ფართის გადაცემა/დათმობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიებების გამართვის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა კი გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებები კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლებენ ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ.

საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანა ვაქცინების ახალ დოზებს მიიღებს. პარალელურად, პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება აქტიური მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 287 183 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 276 426 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 858 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 233 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 285 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2 129 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG