Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს სახსრებს ჩინეთისა და რუსეთის "შესაკავებლად"


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თავდაცვის სამინისტროსთვის 715 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს 2022 წლისთვის. ამას მეტყველებს მომავალი წლის ბიუჯეტის წინასწარი პროექტი, რომელიც პარასკევს გაეგზავნა კონგრესს.

ეს თანხა დაახლოებით ეკვივალენტურია წლევანდელი საფინანსო წლის თავდაცვის ხარჯებისა. ჯო ბაიდენის წინამორბედის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საგრძნობლად გაზარდა თავდაცვის ხარჯები. როგორც Reuters-ი იუწყება, ამჟამინდელი წინადადება კომპრომისია თავდაცვის ხარჯების შემდგომი გაზრდის მომხრეებსა და იმათ შორის, ვისაც მიაჩნია, რომ პენტაგონის ბიუჯეტი უნდა შემცირდეს.

თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო პრიორიტეტებს შორის მითითებულია „ჩინეთის შეკავება“. ჩინეთის მხრიდან მუქარებისთვის წინ აღდგომა დოკუმენტში დასახელებულია აშშ-ის „მთავარ გამოწვევად“. დოკუმენტში ნახსენებია რუსეთიც - ლაპარაკია რუსეთის მხრიდან „დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქცევის“ შეკავების აუცილებლობაზე. რუსეთი და ჩინეთი პროექტში „ავტორიტარულ სახელმწიფოებად“ მოიხსენიებიან. მასში ნათქვამია, რომ გამოიყოფა დამატებითი სახსრები მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებებისთვის ხელის შესაწყობად, ასევე კორუფციასთან საბრძოლველად აშშ-ის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად.

პრეზიდენტის პროექტში სახსრები არ არის დეტალურად გაწერილი. სავარაუდოდ, ამის შესახებ გადაწყვეტილებას კონგრესი მიიღებს მიცემული პარამეტრების ფარგლებში. ამასთან, კონგრესს შეუძლია შეცვალოს ეს პარამეტრები და საკუთარი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს სახსრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG