Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია გაჩეჩილაძე ვანდალიზმის გამო ჯერ არ დაჯარიმებულა


თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მიუხედავად საჯარო განცხადებისა, რომ მომღერალ გია გაჩეჩილაძეს ევროპის მოედანზე მდგარი ბერლინის კედლის ფრაგმენზე გაკეთებული წარწერის გამო დააჯარიმებდნენ, ჯარიმა მის სახელზე გამოწერილი არ აქვს და მის მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე გაკეთებული წარწერაც ადგილზეა. გია გაჩეჩილაძემ 9 აპრილს " საქართველოს მარადისობის დღე" დააფუძნა, აქცია გამართა ოპოზიციის აქციების წინააღმდეგ და პატრიარქის მხარდასაჭერად და წარწერაც პულივიზატორით ამ აქციის მსვლელობისას გააკეთა. "ღმერთი სიყვარული არს", ესაა სიტყვები, რომელიც "უცნობის" სახელით ცნობილმა მომღერალმა ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გააკეთა.

თბილისის მერიამ გია გაჩეჩილაძის წარწერას მალევე ვანდალიზმის კვალიფიკაცია მისცა და როგორც რადიო თავისუფლებას, ასევე სხვა მედიებს უთხრა, რომ ამ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი ქმედება, სავარაუდოდ ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, აუცილებლად მოჰყვებოდა. გია გაჩეჩილაძემ წარწერა დღის საათებში გააკეთა - დღეს მუნიციპალურ ინსპექციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დასვენების დღეების გამო ჯარიმის გამოწერა ამ დრომდე არ მოხერხდა, მაგრამ უახლოეს მომავალში აუცილებლად დაჯარიმდება.

გია გაჩეჩილაძე ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერას აკეთებს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:09 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG