Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსი განაგრძობს მედიაზე ზეწოლას, აიკრძალა ევრონიუსის მაუწყებლობა


ბელარუსის ხელისუფლებამ აკრძალა ევროპული საინფორმაციო ტელეარხის, ევრონიუსის მაუწყებლობა ქვეყანაში, დამოუკიდებელი მედიის და ჟურნალისტების ჩახშობის კამპანიის ფონზე. ეს კამპანია ნაწილია მთავრობის ზეწოლისა კრიტიკულ ხმებზე და დაუმორჩილებლობაზე, რომელიც მოჰყვა კამათის საგნად ქცეულ საპრეზიდენტო არჩევნებს. ამ კეჭისყრით ქვეყნის ავტორიტარი ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკა, ხელისუფლებაში დარჩა.

ინფორმაციის სამინისტრო 12 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში ამბობს, რომ ვადა გაუვიდა უფლებას, რომელიც ბელარუსში მაუწყებლობისთვის მიეცა ევრონიუსს - ევროპის 24-საათიან ტელეარხს, რომელიც მსოფლიოს ახალ ამბებს 12 ენაზე, მათ შორის რუსულად გადასცემს.

სამინისტრო დასძენს, რომ ევრონიუსის ნაცვლად მაუყებლობა დაიწყო რუსეთის გადაცემა "პობედამ", რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის და მისი მოკავშირეების გამარჯვებას ნაცისტურ გერმანიაზე.

ბოლო წლებში, რუსეთი საბჭოთა კავშირის ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას წარმოაჩენს დასავლეთის საწინააღმდეგო სახელმწიფო პროპაგანდის ფარგლებში.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს სამინისტროს პრესმდივნის სიტყვებს, რომ ევრონიუსის ლიცენზიის არგანახლების მიზეზი იყო რეკლამების ინგლისურ ენაზე გადაცემა, რუსულის ან ბელარუსულის ნაცვლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG