Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხანოუსკაიას მოკავშირეები უარყოფენ ბრალდებებს ბელარუსის ქალაქ გომელში დაწყებულ სასამართლო პროცესზე


დზიმიტრი ივაშკოუ, ერთ-ერთი განსასჯელი
დზიმიტრი ივაშკოუ, ერთ-ერთი განსასჯელი

ბელარუსის ქალაქ გომელში 12 აპრილს დაწყებულ სასამართლო პროცესზე ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას ოთხმა მოკავშირემ თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა წაყენებული ბრალდებებისგან, რომლებიც მოიცავს საპროტესტო აქციების ორგანიზებას ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ.

ტატსიანა კანეუსკაია, იური ულასაუ, დზიმიტრი ივაშკოუ და ალექსანდრ შაბალინი ციხანოუსკაიას საარჩევნო გუნდის წევრები იყვნენ, და ისინი დააკავეს 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. მათ ბრალად წაუყენეს თავშეყრების და დემონსტრაციების ორგანიზება საიმისოდ, რომ კენჭისყრაზე დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრირება მოეთხოვათ. ოთხეულს ასევე ბრალად დასდეს შენობის დაკავება, ულასაუს კი დამატებით ბრალდებად წაუყენეს შეურაცხყოფის მიყენება ოფიციალური პირისთვის.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტების ცნობით, ოთხი აქტივისტის მხარდასაჭერად სასამართლოს შენობასთან 12 აპრილს ათობით მოქალაქე მივიდა, თუმცა პროცესზე დასწრების უფლება მათი ოჯახებიდან მხოლოდ თითო წევრს მისცეს, რის მიზეზადაც ოფიციალურად "კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები" დასახელდა. სასამართლოს დარბაზში არც ჟურნალისტები შეუშვეს.

XS
SM
MD
LG