საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 11 პაციენტი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 37 524 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1374 შემთხვევა. ეს 19 იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური - 3.66%;
ბოლო 7 დღის - 2.58%;
ბოლო 14 დღის - 2.46%.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 422-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 290 129 შემთხვევა. მათგან 278 251 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3894 ადამიანი.
24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა აპრილში:
1 აპრილი - ახალი შემთხვევა 499(ტესტი 28712). გარდაცვლილი 7;
2 აპრილი - ახალი შემთხვევა 529(ტესტი 24646). გარდაცვლილი 13;
3 აპრილი - ახალი შემთხვევა 580(ტესტი 29729). გარდაცვლილი 6;
4 აპრილი - ახალი შემთხვევა 464(ტესტი 15649). გარდაცვლილი 7;
5 აპრილი - ახალი შემთხვევა 228(ტესტი 9211). გარდაცვლილი 11;
6 აპრილი - ახალი შემთხვევა 897(ტესტი 24582). გარდაცვლილი 10;
7 აპრილი - ახალი შემთხვევა 687(ტესტი 27713). გარდაცვლილი 8;
8 აპრილი - ახალი შემთხვევა 761(ტესტი 34201). გარდაცვლილი 9;
9 აპრილი - ახალი შემთხვევა 777(ტესტი 36578). გარდაცვლილი 9;
10 აპრილი - ახალი შემთხვევა 506(ტესტი 25751). გარდაცვლილი 11;
11 აპრილი - ახალი შემთხვევა 707(ტესტი 24823). გარდაცვლილი 8;
12 აპრილი - ახალი შემთხვევა 359(ტესტი 13685). გარდაცვლილი 6;
13 აპრილი - ახალი შემთხვევა 1374(ტესტი 37524). გარდაცვლილი 11.
დაწერეთ კომენტარი