Accessibility links

site logo site logo

ბელარუსის უშიშროებამ დააპატიმრა ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ცნობილი პოლიტოლოგი


ოლექსანდერ ფედუტა

ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (KGB) დაადასტურა, რომ დააკავეს ოპოზიციური, ბელარუსის სახალხო ფრონტის (BNF) პარტიის ლიდერი, რიჰორ კასტუსოუ და ცნობილი პოლიტოლოგი ოლექსანდერ ფედუტა. დაკავებების ფონია ზეწოლა კრიტიკულ ხმებზე, მას შემდეგ, რაც პროტესტი მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლითაც ავტორიტარმა პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ძალაუფლება შეინარჩუნა.

13 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ ეს ორი მოქალაქე დაუკონკრეტებელი ბრალდებებით არის დაკავებული და დასძენს, რომ ამ საქმეზე დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

კასტუსოუს ნათესავები ამბობენ, რომ ის 12 აპრილს დააკავეს ქვეყნის აღმოსავლეთში და მინსკში გადაიყვანეს. ფედუტასთან 12 აპრილს კავშირი გაწყდა მოსკოვში, სადაც ის მედიის კონსულტანტად მუშაობს. მას შემდეგ, რაც მისმა ახლობლებმა შეშფოთება გამოთქვეს მისი ადგილსამყოფლის შესახებ, მოსკოვის პოლიციამ გამოაცხადა, რომ მას ეძებდა. ფედუტას ცოლმა, მარინა შიბკომ რადიო თავისუფლებას 13 აპრილს უთხრა, რომ ის ქმრის მოსაძებნად მოსკოვში ჩავიდა და შეიტყო, რომ მისი ქმარი დაკავებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG