Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსახიობი ნინუცა მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს


მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელმაც ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური, ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც შინგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, ნინუცა მაყაშვილის გამოკითხვის შემდეგ გადაწყდება, დაიწყება თუ არა გამოძიება ოჯახში ძალადობის საქმეზე.

ნინუცა მაყაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს და მისი თვითმიზანი არ ყოფილა ყოფილი ქმრის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.

12 აპრილს, გადაცემა „ფარულ კონვერტში“, 33 წლის მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გაიხსენა 11 წლის წინანდელი ფაქტები, როდესაც, მისი თქმით, ყოფილი მეუღლე მას ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. მსახიობი ამბობს, რომ ყოფილი ქმარი მაშინაც სცემდა, როდესაც ის ორსულად იყო.

ბესო ზანგური ოჯახში ძალადობის ფაქტებს უარყოფს და ამბობს, რომ ნინუცა მაყაშვილი ცრუობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG