Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატებს აშშ-ში უზენაესი სასამართლოს წევრთა რიცხვის გაზრდა სურთ


აშშ-ის უზენაესი სასამართლოს შენობის კიბე, 8 ივლისი, 2020 წელი
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს შენობის კიბე, 8 ივლისი, 2020 წელი

აშშ-ის კონგრესის წევრი დემოკრატები გეგმავენ წარადგინონ კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს წევრების ცხრიდან 13-მდე გაზრდის შესახებ.

რამდენიმე ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას უზენაესი სასამართლოს რეფორმირების შესწავლის კომისიის შექმნის შესახებ.

კომისია ნახევარ წელიწადს იმუშავებს. დოკუმენტი სხვათა შორის გულისხმობს მოსამართლეთა რიცხვის გაზრდას.

უზენაეს სასამართლოში ახლა ექვს მოსამართლეს კონსერვატული პოზიცია უკავია. დემოკრატები მოელიან, რომ კანონპროექტი, თუ მას მიიღებენ, შეასუსტებს კონსერვატორების გავლენას სასამართლოში.

მიმომხილველები თვლიან, რომ დემოკრატების წინადადება რესპუბლიკელების მძაფრ კრიტიკას გამოიწვევს.

აშშ-ის უზენაესი სასამართლო ამ ქვეყნის უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა. მოსამართლეები თანამდებობას სამუდამოდ იკავებენ, თუმცა შეუძლიათ საკუთარი სურვილით გადადგნენ.

შარშან სასამართლოში ერთ ადგილი განთავისუფლდა რუთ ბეიდერ გინზბურგის გარდაცვალების შემდეგ.

მისი ადგილი დაიკავა ემი კონი ბარეტმა, რომლის კანდიდატურა წარადგინა მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

თავისი პრეზიდენტობის პერიოდში მან სენატში გაიყვანა სამი კანდიდატურა და უზენაეს სასამართლოში კონსერვატორთა უმრავლესობა შექმნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG