Accessibility links

site logo site logo

თბილისიდან ფრენას გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იწყებს - აეროპორტების გაერთიანება


საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოდან რამდენიმე თვეში ფრენას იწყებს გერმანული დაბალბიუჯეტიანი კომპანია. Eurowings თბილისიდან ფრენების დაწყებას 21 ივლისიდან გეგმავს.

დიუსელდორფსა და თბილისს შორის ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით.

"მიდიოდა მუშაობა 2020 წლის ზაფხულის სეზონიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყების თაობაზე, თუმცა პანდემიის გამო განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე 2020 წელს ავიაკომპანიის გეგმები მნიშვნელოვნად შეიცვალა... გვჯერა, რომ სამომავლოდ ავიაკომპანია Eurowings საქართველოდან ოპერირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის და გააფართოებს", - განაცხადა თამარ არჩუაძემ, შპს საქარველოს აროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა.

Eurowings-ის ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციით, პირველი ფრენა თბილისიდან 25 ივლისს შესრულდება, ბილეთის ფასი კი 160 ევროა (მოქმედი კურსით 667 ლარი). საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების განახლებას გეგმავს კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი კომპანია Wizzair. პირველი ფრენა ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით 2 ნოემბერს არის დაგეგმილი, ბილეთის ფასი, ამ დროის მონაცემებით, 279 ლარია.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Eurowings პირველ ეტაპზე ავიაკომპანია, დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების შესრულებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (ოქტომბერი) გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG