Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო მხარს უჭერს აშშ-ის მიერ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას და მოითხოვს უკრაინის პროვოცირების შეწყვეტას


ნატოს მოკავშირეები მხარს უჭერენ აშშ-ს და სოლიდარობას უცხადებენ მის მიერ 15 აპრილს გამოცხადებულ ზომებს რუსეთის მადესტაბილიზებელი მოქმედების წინააღმდეგ. „მოკავშირეები ღებულობენ ინდივიდუალურ და კოლექტიურ ზომებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კოლექტიური უსაფრთხების გასაძლიერებლად“, - ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაში.

მასში ხაზგასმულია, რომ რუსეთი განაგრძობს მადესტაბილიზებელი მოქმედების მოდელის მყარად დემონსტრირებას, რაც გამოიხატება საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერტორიული მთლიანობის ხელყოფაში, რუსეთის არ ასრულებს და გვერდს უვლის მრავალ საერთაშორისო ვალდებულებას მათ შორის ბუდაპეშტის მემორანდუმს.

„მოკავშირეები გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობით მოქმედებას იმ მიზნით, რათა წინ აღუდგნენ რუსეთის მოქმედებებს, რომელიც საშიშროებას უქადის ჩრდილოატლანტიკურ უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ რუსეთს, რათა დაუყოვნებლად შეწყვიტოს მადესტაბილიზებელი საქმიანობა და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ისე, როგორც ამას აკეთებენ მისი მოკავშირეები, შეიარაღების კონტროლის, განიარაღებისა და იარაღის გაუვრცელებლობის მხრივ არებული ვალდებულებების შესრულების მხრივ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, რათა შეწყვიტოს პროვოკაცია და დაუყოვნებლად შეამციროს დაძაბულობა უკრაინის საზღვართან და უკანონონდ ანექსირებულ ყირიმში“, - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 15 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის წინაღმდეგ ახალი სანქციების დაწესების თაობაზე. თეთრი სახლის საიტის თანახმად, სანქციები მიმართულია რუსეთის მიერ გამოშვებული სახელმწიფო სესხის, რუსთის ოფიციალური პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ. სანქციების შემოღების მიზეზად დასახელდა „მავნე საერთაშორისო საქმიანობა“.

აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით ამერიკის ფინანსურ ინსიტუტებს აეკრძალებათ რუსეთის მიერ სახელმწიფო ვალის დასაფარად გამოცემული იმ ახალი ობლიგაციების შეძენა, რომელიც 14 ივნისის შემდეგ აღმოჩნდება მიმოქცევაში.

რუს მოხელეთა შორის სანქცირებულ პირთა შორის აღმოჩნდა ვლადიმირ პუტინის ყოფილი პრესმდივანი, ალექსეი გრომოვი, რომელიც კრემლში პასუხს აგებს სახელმიწფო ტელევიზიების მუშაობასა და მათ დაფინასებაზე.

სანქციების ნაწილი გულისხმობს რუსეთის ათი ოფიციალური პირის და დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას.
შეზღუდვები შეეხებათ 6 რუსულ ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც დადანაშაულებულია რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებაში. მათ შორის სამეცნიერო-ვლევით ინსტიტუტ „სპეცვუზავტომატიკას“, რომელიც კიბერუსაფრთხოების სისტემებზე მუშაობს, IT-კომპანია „Positive Technologies“-ი და სამხედრო ტეხნოპოლისი „ერა“, რომელშიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული კერძო და სახელმწიფო კომპნიები მუშაობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG