Accessibility links

site logo site logo

ენტონი ბლინკენი მოულოდნელად ჩავიდა ავღანეთში ამ ქვეყნიდან კოალიციური ძალების გაყვანის გადაწყვეტილების ფონზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, მოულოდნელად ჩავიდა ქაბულში, სადაც ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის და ამერიკული სრდლობის ხელძღვანელებს შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ავაღანეთიდან სამხედრო გასვლის შესახებ მიღწეული გადაწყვეტილების გასაცნობად.

"მე ამ ვიზიტით მსურდა მომეხდინდა იმის დემონსტრირება, რომ აშშ-ი ერთგული რჩება ავღანეთის რესპუბლიკის და ავღანელი ხალხის მიმართ. თანამშრომლობა იცვლება, მაგრამ პარტნიორობა მყარია“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა აშრაფ ღანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ოთხშაბათს ნატოს წევრები შეთანხმდნენ, 1 მაისიდან დაიწყონ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა მას შემდეგ, რაც აშშ-მა გამოაცხადა, რომ ის თავის ჯარებს 11 სექტემბრამდე გაიყვანს ავღანეთიდან.

„ჯარების რიცხვის შემცირება იქნება მოწესრიგებული, კოორდინირებული და წინასწარ გამიზნული“, -ნათქვამია ნატოს განცხადებაში, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. განცხადების თანახმად, ჯარების გაყვანას რამდენიმე თვე დასჭირდება.

ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამოაცხადა, რომ აშშ-ის 2500-კაციანი კონტინგენტი 11 სექტემბრისთვის, ამერიკის ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტების 20 წლისთავისთვის დაასრულებს ავღანეთიდან ჯარების გაყვანას.

აშშ-ის გარდა ავღანეთში ჯარები ჰყავს ნატოს წევრ და ნატოს პარტნიორ 35 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს. მოკავშირეთა ჯარების საერთო რაოდენობა ამ მომენტისთვის 9600 სამხედროს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG