Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლების წინ, ნავალნის გუნდმა პუტინი ახალი სამხილით ამოიღო სამიზნეში 


მოსკოვთან, ვალდაის ტბასთან მდებარე შენობა, რომელიც, როგორც ალექსეი ნავალნი ამტკიცებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტისნ ეკუთვნის. 2021 წლის აპრილი
მოსკოვთან, ვალდაის ტბასთან მდებარე შენობა, რომელიც, როგორც ალექსეი ნავალნი ამტკიცებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტისნ ეკუთვნის. 2021 წლის აპრილი

კრემლის საპატიმროში მყოფი ოპონენტის, ალექსეი ნავალნის, გუნდმა, გამოაქვეყნა დეტალები, როგორც თავად ამტკიცებს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კუთვნილი და საზოგადოებისგან დამალული, მდიდრული რეზიდენციის შესახებ.

ეს უკანასკნელი გასროლაა ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილ საპროტესტო გამოსვლებზე მეტი ხალხის მოსაზიდად და კრემლზე ზეწოლის შესანარჩუნებლად ამ შემოდგომაზე მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების წინ.

ვიდეო გამოძიება, რომელსაც 15 აპრილს, იუთუბზე მისი გამოქვეყნებიდან პირველი 20 საათის განმავლობაში, 2.7 მილიონი ნახვა ჰქონდა, ამტკიცებს, რომ პუტინის მეოთხე ოფიციალური რეზიდენცია, რომელიც 150 ჰექტარ მიწაზეა გადაჭიმული ვალდაის ტბის მახლობლად, მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით, მოიცავს მდიდრულ ინტერიერებს, ასევე დიდ გამაჯანსაღებელ არეალს, რომელიც რუსეთში გადასახადების გადამხდელებისგან დამალულია.

გასული წლის განმავლობაში ნავალნისა და მისი გუნდის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებებს ათობით მილიონი ნახვა აქვს იუთუბზე.

ვიდეო გამოჩნდა რამდენიმე კვირის შემდეგ მას მერე, რაც ცალკეულმა ვიდეოებმა ნათელი მოჰფინა 1.35 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლეს შავ ზღვაზე, რომელიც სავარაუდოდ, პუტინისთვის იქნა აგებული, და ასევე აშკარა გახადა გასულ აგვისტოს ციმბირში ნავალნის მოწამვლის გარემოებები, რაშიც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზტიციონერი პუტინსა და უშიშროების ფედერალურ სამსახურს ადანაშაულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG