Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა კუბის ლიდერი, რაულ კასტრო


ასაკის გამო პოსტი დატოვა კუბის მმართველი, კომუნისტური პარტიის ლიდერმა, რაულ კასტრომ, რომელიც ქვეყანას 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი თანამდებობიდან გადადგომით კუბაში დასრულდა ძმები კასტროების 60-წლიანი მმართველობის ეპოქა. რაულ კასტრომ, რომელსაც ივნისში 90 წელი შეუსრულდება, 2006 წელს ქვეყნის ლიდერის პოსტზე შეცვალა თავისი ძმა, ფიდელ კასტრო.

რაულ კასტროს გადადგომის შემდეგ კუბის მმართველი კომუნისტური პარტიის წამყვან პოსტს დაიკავებს კუბის პრეზიდენტი, მიგელ დიას-კანელი.
59 წლის მიგელ დიასი რაულ კასტროს ერთ-ერთ ყველაზე უახლოეს თანამებრძოლად ითვლება. 2 წლის წინ, როდესაც ეროვნულმა ასამბლეამ პრეზიდენტად აირჩია, მან საჯაროდ განაცხადა, რომ კუბაში "არაა მათი ადგილი, ვინც კაპიტალიზმის აღდგენას ესწრაფვისო".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG