Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნესტი ინტერნეშენალი გმობს რუსეთის პროკურატურის მცდელობას, „ექსტრემისტულად“ მონათლოს ნავალნის ორგანიზაციები


ამნესტი ინტერნეშენალმა სასტიკად გააკრიტიკა რუსეთის პროკურატურის მცდელობა, „ექსტრემისტულად“ მონათლოს ალექეი ნავალნის მიერ დაარსებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი და მისი შტაბები.

"ლიბერალურ ლოზუნგებს ამოფარებულები, ეს ორგანიზაციები დაკავეულები არიან სოციალური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის პირობების შექმნით. მათი საქმიანობის ფატობრივ მიზანს წარმოადგენს კონსტიტუციური წყობის საფუძვლების შეცლის პირობების შექმნა, მათ შორის „ფერადი რევოლუციების“ სეცენარების გამოყენებით“, - ნათქვამია რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

რუსეთის პროკურატურის ამ განცხადებას რისკის შემცველი უწოდა ამნესტი ინტერნეშენალის მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ზვიაგინამ, რომელიც აცხადებს, რომ „ექსტრეემისტის იარლიყის“ მიკერება ქმნის იმის საშიშროებას, რომ ამ ორგანიზაციების წინააღმდეგ დაიწყოს „სისხლის სამართლებრივი დევნა“.

რუსეთის კანონმდებლობი ექსტრემისტული ორგანიზაციის დაფინანსება ან მისი წევრობა ისჯება 10 წლამდე პატიმრობით.

16 აპრილს მოსკოვის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა, რომ ექსტრემისტულად სცნოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი, მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდი და ალექეი ნავალნის შტაბები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG