Accessibility links

site logo site logo

ჰუბერტ ქნირში: „ყველა ძალამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“


საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობა ყველა მხარეს აძლევს შანსს, ღირსეულად შეთანხმდნენ და შემდეგ პოლიტიკური პროცესი სხვის დაუხმარებლად გააგრძელონ.

„მოხარული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმა დანიელსონის გეგმას. გეგმის ცალკეული პუნქტები კარგ ნაბიჯებს წარმოადგენს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის შემდგომი განვითარებისათვის. ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობა ყველა მხარეს აძლევს შანსს, ღირსეულად შეთანხმდნენ და შემდეგ პოლიტიკური პროცესი სხვის დახმარების გარეშე გააგრძელონ. ყველა ძალამ, რომელსაც სურს, შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისა და მისი ევროპული გზის წინაშე, ახლა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“, - ამბობს ჰუბერტ ქნირში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG