Accessibility links

site logo site logo

ხათუნა სამნიძე: „უნდა დავიწყოთ მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის“


რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომ, თუ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ვერ აიღებს თვითმმართველობის არჩევნებზე, მაშინ მმართველი პარტია იღებს 2022 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვალდებულებას.

„ჩვენთვის ეს პრინციპი მისაღებია, უნდა დავიწყოთ მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ოპოზიცია უნდა იყოს მომზადებული და ძლიერი. განსაკუთრებით მნიშვნელოცანია, რომ ოპოზიციის ლიდერები არ იყვნენ პატიმრობაში, იყვნენ თავისუფალი და წარმართონ საარჩევნო პროცესი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG