Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე სამადაშვილი: „მივაღწიეთ სერიოზულ პროგრესს“



„პოლიტპატიმრების თემაზე ჩვენ სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ - ორივე პოლიტპატიმართან დაკავშირებით არის შეთანხმებაში შესაბამისი ფორმულირება ჩადებული, რა მექანიზმებით მოხდება მათი გათავისუფლება - ამის შესახებ „ერთიანი ნაცონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


სამადაშვილის თქმით, ყველა პარტია გაივლის შიდა კონსულტაციებს და ამის შემდეგ ჩამოყალიბდა პარტიული პოზიციები.

„ვფიქრობ, რომ პოლიტპატიმრების თემაზე ჩვენ სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ, იმიტომ , რომ ორივე პოლიტპატიმართან დაკავშირებით არის შეთანხმებაში ტექსტში შესაბამისი ფორმულირება ჩადებული, რა მექანიზმებით მოხდება მათი გათავისუფლება. ეს რა თქმა უნდა, მნშივნელოვანი პროგრესია, რადგან პოლიტპატიმრების თემა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. ამ ეტაპზე ვფქირობ, რომ იქნება შემდეგი პროცესი, ყველა პარტია გაივლის თავის შიდა კონსულტაციებს და შესაბამისად ჩამოყალიბდა პარტიული პოზიციები. ჩვენ ვნახეთ მოწოდებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, რომ ყველა პარლამენტის წევრმა განიხილოს ამ შეთანხმების ხელმოწერა და სწორედ ამიტომ ხდება საჯარო ეს დოკუმენტი, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ასევე, დაიწყება საჯარო განხილვის პროცესი , რომელიც დასრულდება , სავარაუდოდ, იმით რომ ალბათ, ვიღაცა ჩათვლის, რომ შეთანხმება მათთვის არის მისაღები, მე რამდენადაც მესმის ზოგიერთმა პარტიამ ეს განაცხადი უკვე გააკეთა. ჩვენ გვაქვს გარკვეული რეზერვაციები, ამიტომ მე ვერ ვიტყვი და ვერ გაცნობებთ ჩვენ პარტიულ გადაწყვეტილებას. ჩვენ კიდევ გვჭირდება კონსულტაციები და დრო, იმიტომ, რომ გვაქვს შეკითხვები“ , - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG