Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე: „რატომ არ მოვიდა „ქართული ოცნება“, არვინ იცის, არც მედიატორებმა იციან“


„პოლიტპატიმრების და რიგგარეშე არჩევნების საკითხიც არის გადაწყვეტილი - ჩემთვის ეს დოკუმენტი მისაღებია, დაველოდებით სხვა კოლეგების თანხმობასაც და რაც მთავარია, „ქართული ოცნების“ თანხმობას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვაშაძის თქმით, დოკუმენტში შესაძლებელია მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები შევიდეს:

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პირნათელი ვიქნებით ჩვენს მხარდამჭერებთან, საზოგადოებასთან, რომელსაც გულწრფელად უნდა შეთანხმება ამ საკითხზე და ვფიქრობ, ეს არის ის რაციონალური კომპრომისული ვარიანტი, რომელიც მედიატორებმა ჩვენ შემოგვთავაზეს“.

გიორგი ვაშაძის თქმით, ყველა პარტიას მართებს საკითხისადმი ღირსეული, სახელმწიფოებრივი მიდგომა, რაც, მისი თქმით, არ ჩანს „ქართული ოცნების“ ქცევაში.

„ძალიან გაწბილებული ვარ დღევანდელ დღეს და მინდა ვთქვა, რომ ამ ხელმოწერას კი არ დაიმახსოვრებენ, ვინ მოაწერა და ვინ არ მოაწერა ხელი ათწლეულების მერე, დაიმახსოვრებენ ერთ რამეს თანამედროვე პირობებში, 2021 წელს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აღმოაჩნდა შესაძლებლობა კონსენსუსის შეთანხმების, თუ როგორც 90-იანებში მოხდა, საშინელ დაპირისპირებაში გადავიდა ყველაფერი, როცა ვერ შეთანხმდნენ ადამიანები. ამიტომ მე ვფიქრობ, შეთანხმების გზით უნდა ვიაროთ და იმედი მაქვს, ეს დესტრუქცია, რომელიც დღეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან, იქნება გამოსწორებული და შეთანხმება შედგება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის თქმითაც, ის, რომ შეხვედრას არ დაესწრო „ქართული ოცნება“, მმართველი პარტიის დესტრუქციულ ქმედებაზე მიუთითებს:

„მათ დღესაც გაუგებარი რამ თქვეს, რომ იმ დოკუმენტზე მოაწერეს ხელი, რომელიც არ იყო საბოლოო ვარიანტი. დღეს რატომ არ მოვიდნენ, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, არც მედიატორებმა იციან და არავინ იცის. ჩემთვის ეს არის დესტრუქცია, რაც დღეს მათ გააკეთეს. იმედი მაქვს, ამას ამაღამ გამოასწორებენ და სწრაფად გონს მოეგებიან. ჩემთვის ეს დოკუმენტი არის მისაღები, მაგრამ ჩემს პოლიტსაბჭოსთან მექნება მსჯელობა და ჩვენ დაველოდებით სხვა კოლეგების თანხმობასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მთავარია „ქართული ოცნების“ თანხმობას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG