Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგრელიშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია სრულად შევა პარლმენტში


პარტია „გირჩის“ ლიდერი, ვახტანგ მეგრელივშილი იმედოვნებს, რომ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოეწერება და მისი კოლეგები, სრული შემადგენლობით შევლენ პარლამენტში.

ვახტანგ მეგრელივშილის თქმით, ახალი დოკუმენტი არსებითად განსხვავდება ძველისგან, როგორც რიგგარეშე არჩევნების, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხში.

"განსხვავება არის ის, რომ თუ წინა ჯერზე "ქართულმა ოცნებამ" თავისი ინიციატივით დაამატა რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზა, ამ შემთხვევაში, მედიატორების მიერ იყო შემოთავაზებული იგივე, ოღონდ განსხვავებული მაჩვენებლით, 40 პროცენტის ნაცვლად, 43 პროცენტია ახლა წარმოდგენილი, რაც ბუნებრივია, გარკვეულწილად სიტუაციას ცვლის. მეორე საკითხი, ამჯერად ბევრად უფრო მკაფიოდ ითქვა, როგორც ნიკა მელიას, ასევე გიორგი რურუას გათავისუფლების მექანიზმების შესახებ. მკაფიოდ იყო შემოთავაზებული ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის თანხის გადახდა, რაც, ჩემი აზრით, სერიოზულ საფიქრალს უჩენს "ნაციონალურ მოძრაობას", უარი თქვას ამ წინადადებაზე თუ არა. რურუას საკითხზე ანალოგიურად შემოთავაზებული არის, რომ ორიდან ერთ-ერთი მექანიზმი გამოვიყენოთ, რათა გადაწყდეს ბატონი გიორგის საკითხი", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG