Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ქადაგიშვილი: „ეს ჩვენთვის არ არის მისაღები. მისაღებია ის, რასაც მოვაწერეთ ხელი“


„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ქადაგივშილის თქმით, პატიმრებთან დაკავშირებით დოკუმენტში არსებულ ჩანაწერზე და 43-პროცენტზე მან ინფორმაცია „ექსპრომტად შეიტყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი („პირველი არხი“) ავრცელებს.

ქადაგიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 16 აპრილს ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც იყო ხანგრძლივი განხილვის შედეგი.
„იმ დოკუმენტში საერთოდ არ იყო ნათქვამი არანაირ პროცენტებზე და არანაირი ბმა არ არსებობდა რაიმე კუთხით რიგგარეშე არჩევნებთან... ჩვენ დავრჩებით ალბათ იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც ჩვენი ინიციატივით გამოვხატეთ და არავის უთხოვია ჩვენთვის არც 43% და არც 25%. ჩვენ თვითონ ვთქვით ეს რიცხვი 40%, ეს დათქმაც და აქ ახლა ერთი-ორ პროცენტზე ვაჭრობა, ცოტა უხერხულად მეჩვენება. რაც შეეხება პატიმრებთან დაკავშირებულ საკითხს, აქაც ჩვენ იმ დოკუმენტიდან გამომდინარე ნათლად ვთქვით, რომ თუ მოხდება მელიას მხრიდან გირაოს გადახდა, მზადყოფნა გამოვთქვით, რომ პოლიტიკური ამინისტია შედგეს 20 ივნისის მოვლენების გარშემო. არაფერი საკონსულტაციო ვფიქრობ აქ აღარ არის, რადგან ყველაფერი ჩვენი მხრიდან ცალსახად და პლუს კიდევ უფრო მეტად იქნება შემოტანილი – 40% შემოვიტანეთ და სამ პროცენტზე არის ვაჭრობაა? გაურკვეველია. ეს ჩვენთვის არ არის მისაღები. მისაღებია ის, რასაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი. უფრო კონკრეტულები ვიქნებით, როდესაც შეკრება გაიმართება ხვალ“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა:


„ჩვენ დოკუმენტზე ხელი მოწერილი გვქონდა. ვფიქრობთ, რომ ალბათ მათ უნდა შესთავაზონ ის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ და ამ საღამოს რაღაც სიახლე ირკვევა. ამას ვერავინ ვერ გადაწყვეტს კონსულტაციების გარეშე“.

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - " სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული წინადადების შემდეგ, 2022 წელს დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს მიღებული პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

რაც შეეხება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას, დოკუმენტში წერია:

"საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების განსახორციელებლად, ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ამ შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან / და ისეთი ნაბიჯებით, რომელიც ეკვივალენტური შედეგის მომცემი იქნება. კერძოდ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე შეიტანს ამნისტიის შესახებ კანონს 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების შედეგად წარმოქმნილი ყველა დარღვევისა და განხორციელებული დასჯის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG