Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიოლა ფონ კრამონი: იმედი მაქვს, რომ საბოლოო შეთანხმებას ყველა მხარე მიიღებს


ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი იმედს გამოთქვამს, რომ ამჯერად მაინც გაიზიარებენ „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტიები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებათა ახალ პაკეტს.

„მესამე ჯერზე შესანიშნავია! იმედი მაქვს, რომ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, მიშელის სამართლიან, ძლიერ და საბოლოო შეთანხმებას ყველა მხარე მიიღებს. საქართველოს გულისთვის კომპრომისზე წასვლა სიძლიერეა. ქართველები იმსახურებენ, რომ მთელი პარლამენტი მათთვის მუშაობდეს“, - წერს ფონ კრამონი „ტვიტერზე“.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ახალი წინადადებებით მიმართა. პოლიტპატიმრებად შეფასებული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ. საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43 %-ზე ნაკლებს მიიღებს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG