Accessibility links

site logo site logo

კვირა დღის შემცირებულმა ტესტირებამ კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოავლინა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 10 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 9750 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 578 შემთხვევა. კვირა დღეს, როგორც წესი, ტესტირების მაჩვენებელი სულ მცირე ორჯერ იკლებს და შესაბამისად, დაბალია დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაც.

578 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი - 321 თბილისშია.

დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 5.93%;

ბოლო 7 დღის - 3.58%;

ბოლო 14 დღის - 3.06%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 659-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 1025 ადამიანი. 15 მარტიდან აცრილია 30 209.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 295 936 შემთხვევა. მათგან 281 574 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3949 ადამიანი.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა აპრილში:

1 აპრილი - ახალი შემთხვევა 499(ტესტი 28712). გარდაცვლილი 7;

2 აპრილი - ახალი შემთხვევა 529(ტესტი 24646). გარდაცვლილი 13;

3 აპრილი - ახალი შემთხვევა 580(ტესტი 29729). გარდაცვლილი 6;

4 აპრილი - ახალი შემთხვევა 464(ტესტი 15649). გარდაცვლილი 7;

5 აპრილი - ახალი შემთხვევა 228(ტესტი 9211). გარდაცვლილი 11;

6 აპრილი - ახალი შემთხვევა 897(ტესტი 24582). გარდაცვლილი 10;

7 აპრილი - ახალი შემთხვევა 687(ტესტი 27713). გარდაცვლილი 8;

8 აპრილი - ახალი შემთხვევა 761(ტესტი 34201). გარდაცვლილი 9;

9 აპრილი - ახალი შემთხვევა 777(ტესტი 36578). გარდაცვლილი 9;

10 აპრილი - ახალი შემთხვევა 506(ტესტი 25751). გარდაცვლილი 11;

11 აპრილი - ახალი შემთხვევა 707(ტესტი 24823). გარდაცვლილი 8;

12 აპრილი - ახალი შემთხვევა 359(ტესტი 13685). გარდაცვლილი 6;

13 აპრილი - ახალი შემთხვევა 1374(ტესტი 37524). გარდაცვლილი 11;

14 აპრილი - ახალი შემთხვევა 1085(ტესტი 35863). გარდაცვლილი 7;

15 აპრილი - ახალი შემთხვევა 1030(ტესტი 32801). გარდაცვლილი 7;

16 აპრილი - ახალი შემთხვევა 1077(ტესტი 31645). გარდაცვლილი 8;

17 აპრილი - ახალი შემთხვევა 1219(ტესტი 34046). გარდაცვლილი 9;

18 აპრილი - ახალი შემთხვევა 818(ტესტი 18822). გარდაცვლილი 14;

19 აპრილი - ახალი შემთხვევა 578(ტესტი 9750). გარდაცვლილი 10.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG