Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავა მომხრეა, ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შეთანხმების დოკუმენტს და მელია მერობის კანდიდატი იყოს


"ევროპული საქართველოს" ყოფილი ლიდერი, გიგი უგულავა მომხრეა, ოპოზიციამ ხელი მოაწეროს ევროპელი დიპლომატების შეთავაზებულ შეთანხმების საბოლოო დოკუმენტს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია კი იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი თბილისის მერობის პოსტზე. ამის შესახებ ის "ფეისბუკზე" წერს.

"ჩემი აზრით, დადგა დრო, ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო. ამისათვის მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. წარმოუდგენელია, ერთდროულად ოპოზიცია იჯდეს პარლამენტში, ხოლო მელია - ციხეში.

ამასთანავე, სრულიად ცალსახაა, რომ ბოიკოტი აღარაა საკმარისი საფუძველი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ოპოზიციის ერთიანობისთვის. ჩვენ ერთობის ახალი საფუძვლები გვჭირდება. ერთობის ეს ტესტი ჩვენ თავიდან უნდა ჩავაბაროთ", - აცხადებს ის და ოპოზიციას თავის ხედვებს სთავაზობს.

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - "სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG