Accessibility links

site logo site logo

არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის განახლებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა


საქართველოს პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა, რომელიც დეპუტატი "ევროპული საქართველოს" სიით გახდა, ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განახლებულ შეთანხმების დოკუმენტს. ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იყო მისული.

შეთანხმების დოკუმენტს ხელს აწერს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში შესული ყველა პარტია, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოსი". ამ პარტიების სიით მოხვედრილი დეპუტატებიდან ხელი შეთანხმებას ინდივიდუალურად მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG