Accessibility links

site logo site logo

ანგელა მერკელმა „საგანგაშოზე უარესი“ უწოდა სიტუაციას ევროპის საზღვარზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში


ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის დევნასთან დაკავშირებული ისტორია და უკრაინის მიმართ კრემლის პოლიტიკა, არსებითად ართულებს ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობას. მიუხედავდ ასეთი პირობებისა, საჭიროა დიალოგის მოედნის შენარჩუნება,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 20 აპრილს განაცხადა ევროსაბჭოს საპრალამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე

საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნაზ გამოსვლის დროს ანგელა მერკელმა ჩამოთვალა ქვეყნები და რეგიონები, რომლებშიც არსებული ვითრება მის შეშფოთებას იწვევს.

„თუ გადავხედავთ ევროპის გარე საზღვებს, მაშინ ჩვენთვის ცხადი იქნება, რომ დღეს მშვიდობა და უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა არ არის ის, რაც თავისთავად იგულისხმება. სიტუაცია ბელარუსში, აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში, დნესტრიპირეთში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, მთიან ყარაბაღში და, რა თქმა უნდა, სირიასა და ლიბიაში, საგანგაშოზე უარესია“,- აღნიშნა ანგელა მერკელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG