Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის მოკავშირე, ლიუბოვ სობოლი პოლიციამ ქუჩიდან წაიყვანა


პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ადვოკატი, ლიუბოვ სობოლი პოლიციამ გაურკვეველი მიზეზებით დააკავა რამდენიმე საათით ადრე, სანამ უნდა დაწყებულიყო ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილი საპროტესტო აქციები. ჯერჯერობით გაურკვეველია, ის სად იმყოფება.

გასულ კვირაში სობოლს ერთწლიანი პირობითი, შრომა-გასწორების სასჯელი მიუსაჯეს, დეკემბერში ფედერალური უშიშროების სამსახურის (FSB) თანამშრომლის ბინაში უკანონოდ შეჭრის გამო, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ნავალნიმ გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, უშიშროების ამ თანამშრომელთან მის ლაპარაკს ასახავდა. 49 წუთის განმავლობაში მიმდინარე სატელეფონო საუბარში ნავალნის თავი მოაქვს FSB-ის თანამშრომლად, რომელიც სამსახურის შიდა ინტერვიუს ატარებს და კონსტანტინ კუდრიავცევი აღწერს აგვისტოში ნავალნის მოწამვლის ოპერაციის დეტალებს.

სობოლი, რომელიც კუდრიავცევის ბინაში მისთვის კითხვების დასასმელად მივიდა, ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს საქმე მის გაჩუმებას ისახავს მიზნად.

აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესეს ნავალნის საქმის და დემონსტრანტებზე ზეწოლის გამო.

სობოლი ამჟამად შინაპატიმრობაშია სხვა, უსანქციო დემონსტრაციასთან დაკავშირებული საქმის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG