Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა კოვიდპაციენტი, რომელიც ქუთაისის კლინიკის ფანჯრიდან გადავარდა


ჩხობაძის სახელობის კლინიკა ქუთაისში
ჩხობაძის სახელობის კლინიკა ქუთაისში

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გადავარდა ჩხობაძის სახელობის კლინიკის მეხუთე სართულის ფანჯრიდან. 64 წლის მამაკაცი დაახლოებით ორ საათში გარდაიცვალა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო.

ინფიცირებულ კაცს, რომელსაც პნევმონია ჰქონდა, საავადმყოფოში ბოლო 5 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. ამავე კლინიკის კოვიდპაციენტია გარდაცვლილის შვილი.

საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, გიორგი სანდუხაძის ინფორმაციით, მამაკაცი მშვიდი და გაწონასწორებული პაციენტი იყო და ფსიქოლოგიური პრობლემები არ აღენიშნებოდა: „პაციენტს რაიმე პრეტენზია არ გამოუხატავს. ფანჯრიდან გადავარდნის დროს შვილი პალატაში არ იყო, ნათესავებს ესაუბრებოდა სხვა ფანჯრიდან. შვილი მიზეზებზე ვერ საუბრობს, შოკშია“.

პოლიციამ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG