Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესმა მიიღო ბელარუსი ხალხის მხარდამჭერი რეზოლუცია


აშშ-ის კონგრესის, წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ბელარუსი ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფების მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელიც „გმობს ფალსიფიცირებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და ამის შემდგომ ლუკაშენკას არალეგიტიმური რეჟიმის მიერ დაწყებულ სამშვიდობო პროტესტის სასტიკ ჩახშობას“.

რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ თანახმად, რეზოლუციას კონგრესში ორივე პარტიის დიდმა უმრავლესობამ, 355-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იყო 65 კონგრესმენი.

ბელარუსის ხალხის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტში მოტანილია მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ გატარებული რეპრესიების არაერთი მტკიცებულება. ამასთან დამოუკიდებელი პრესის რამდენიმე წარმომადგენელს ბელარუსის რეჟიმმა რეალიური სასჯელები შეუფარდა, ნაწილი კი სასამართლოს მოლოდინში ჯერაც საგამაძიებო იზოლატორში იმყოფება.

მათ შორის რეზოლუციაში ნახსენებია პოპულარული ბელარუსი ბლოგერი, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის მედიაკონსულტანტი იჰალ ლოსიკი. 21 აპრილს შესრულდა 300 დღე რაც ლოსიკი საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება მასობრივი არეულობებში მონაწილეობის ბრალდებით. ლოსიკი 6 კვირის განმავლობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდა.

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების (რთე/რთ) პრეზიდენტმა, ჯეიმი ფლაიმ ოთხშაბათს კვლავ მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას იჰორ ლოსიკის დაუყოვნებლად გათავისუფლებისკენ და დაგმო რეჟიმის მიერ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული „რეპრესიების კამპანია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG