Accessibility links

site logo site logo

აპრილში დანიშნული ყველა სპექტაკლი გააუქმა გორის თეატრმა


გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი

გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულმა თეატრმა აპრილში დანიშნული ყველა სპექტაკლი გააუქმა. ამის მიზეზი კი ის ფაქტი გახდა, რომ თეატრის ორი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

„აპრილში დანიშნული ყველა სპექტაკლი მოიხსნა, მაყურებელს ბილეთების დაბრუნება შეუძლია თეატრის სალაროში, ასევე შეუძლია გამოიყენოს მომავალში დანიშნულ სპექტაკლებზე“, - აცხადებენ თეატრის ადმინისტრაციაში.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ „ვირუსით ინფიცირებულია თეატრის 2 თანამშრომელი. ყველა პირი, ვისაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ შეხება, ამჟამად თვითიზოლაციის რეჟიმზე არიან გადასული. თეატრის ყველა დანარჩენ თანამშრომელს კი კორონავირუსზე ტესტირება უტარდება".

პანდემიით გამოწვეული რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ, ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მუშაობას პირველი აპრილიდან განაახლა და 2 აპრილს, მაყურებელს ფლორიან ზელენის პიესა „ვაჟიშვილის“ მიხედვით დადგმული ამავე სახელწოდების სპექტაკლის პრემიერა წარუდგინა.

აპრილში კიდევ იყო დაგეგმილი პრემიერების გამართვა, თუმცა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG