Accessibility links

site logo site logo

რუსეთის სახელმწიფო ჰიმნს ოლიმპიადაზე ჩაიკოვსკის მუსიკით შეცვლიან


რუს სპორტსმენებს ტოკოის ოლიმპიადაზე აკრძალული აქვთ ქვეყნის დროშის გამოყენება

ტოკიოს და პეკინის ოლიმპიადებზე რუსეთის სახელმწიფო ჰიმნის ნაცვლად შესრულდება კომპოზიტორ პეტრე ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტის ფრაგმენტი. აღნიშნული გადაწყვეტილება ხუთშაბათს დაამტკიცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კონცერტმა.

შვეიცარიის, ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ეროვნულ გუნდებს ორი წლით აქვთ აკრძალული საკუთარი დროშითა და ჰიმნით გამოსვლა ყველა საერთაშორისო ტურნირზე. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ახლო წარსულში რუსი სპორტსმენების მიერ ანტიდოპინგური კანონმდებლობის არაერთი დარღვევა.

შვეიცარიის სასამართლომ აღნიშნა, რომ ცერემონიებსა და სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე არ შეიძლება ასევე ნებისმიერი სხვა ჰიმნის აჟღერება, რომელიც ქვეყნის ისტორიას უკავშირდება. ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს მიხაილ გლინკას „პარიოტული სიმღერა“, „ინტერნაციონალი“ და „რუსი ხალხის ლოცვა“.

რუსეთი გეგმავდა სახელმწიფო ჰიმნის შეცვლას „კატიუშათი“, მაგრამ ეს წინადადება უკუაგდო ლოზანის სასამართლომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG