Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუღლის არასრულწლოვანი დისშვილების ტრეფიკინგის ბრალდებით კაცი დააკავეს


თბილისში არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს 50 წლამდე კაცი.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ისმის, როგორ ითხოვენ ბავშვები თანატოლებთან დროის გატარებას და როგორ ამცირებს მათ ბრალდებული.

გამოძიება მიმდინარეობს არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციის მუხლით. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG