Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, 19 აპრილიდან ტესტირება ჩაუტარდა აფხაზეთის 1200-მდე მცხოვრებს


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 19 აპრილიდან სწრაფი ტესტირება ჩაუტარდა ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასულ 1200-მდე მოქალაქეს და მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა მხოლოდ 2-ს.

„დანარჩენი მოქალაქეები არიან ჯანმრთელები და ეს არის ჩვენთვის ძალიან სასიხარულო. ის ხელმისაწვდომობა, რომელიც მათ ესაჭიროებათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, არის შეზღუდული და ეს არის ჩვენი ძალიან დიდი წუხილი”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე თამარ გაბუნია დღეს იმყოფებოდნენ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე ენგურის ხიდთან, რომლის მახლობლად, საგანგებოდ გახსნილ სამედიცინო პუნქტებში მიმდინარეობს ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეების სწრაფი ტესტირება. ტიკარაძის განცხადებით, ტესტირების პროცესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ეპიდვითარების საკვლევადაც.

საქართველოს მთავრობამ 19 აპრილიდან გააუქმა ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასული მოქალაქეებისთვის მოქმედი 5-დღიანი სავალდებულო კარანტინი. ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებნი კარანტინის ნაცვლად ანტიგენ-ტესტით ტესტირებას ექვემდებარებიან.

XS
SM
MD
LG