Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიათურაში 3000-ზე მეტი მუშა გაიფიცა, ხელფასის მომატების მოთხოვნით


ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოები გაჩერებულია, მაღაროელების გაფიცვის გამო. მათი ერთადერთი მოთხოვნა ხელფასის მატებაა.

„გაფიცულია 3000-ზე მეტი ადამიანი ერთადერთი მოთხოვნით - გაიზარდოს ხელფასი 50%-ით“, - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას პროფკავშირში.

მათივე ინფორმაციით, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები - კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ შემოთავაზებაა 250 ლარის მატება თითოეულ დასაქმებულს, რაც საშუალოდ 25%-ის მატებას ნიშნავს.

წინადადება პროფკავშირებისთვის მისაღები არ არის, გაფიცვა გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG