Accessibility links

site logo site logo

გერმანია სერბეთს და კოსოვოს მოუწოდებს აქტიურობისკენ ურთიერთობათა ნორმალიზებისთვის


სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი ბელგრადში, 2021 წლის 23 აპრილს

გერმანიამ მოუწოდა სერბეთს და კოსოვოს, გაააქტიურონ ძალისხმევა, მათ შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ორ ათეულ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც ბელგრადმა დაკარგა კონტროლი თავის ყოფილ ოლქზე 1999 წელს.

„დადგა დრო, რომ გაგრძელდეს ნორმალიზების პროცესი და გამოჩნდეს შედეგები“, თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა, 23 აპრილს, ბელგრადში, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ. მაასი დაჰპირდა მხარეებს, რომ გერმანია მათ დიალოგში მხარდაჭერას გაუწევს.

ვუჩიჩმა თქვა, რომ სერბეთი ესწრაფვის კომპრომისულ გადაწყვეტილებას და მზად არის დიალოგისთვის. ვუჩიჩი თვლის, რომ გაყინული კონფლიქტი ყოველთვის არის განახლების საფრთხის ქვეშ.

სერბეთი იძულებული გახდა კოსოვოზე კონტროლი დაეთმო მას შემდეგ, რაც აშშ-ის მეთაურობით ნატოს ავიაციის მიერ დაბომბვის შემდეგ დასრულდა კოსოვოს ალბანელი სეპარატისტების მიმართ ბელგრადის რეპრესიები.

კოსოვოში კონფლიქტის დროს 1998-99 წლებში ათი ათასი ადამიანი დაიღუპა.

კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა 2008 წელს. ბელგრადი კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ და აშშ-მა აღიარეს კოსოვო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

სერბეთის ყოფილი ოლქი არ უცვნიათ მის მოკავშირე რუსეთსა და ჩინეთს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG