Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშაძე: ამნისტიის თემაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე თალაკვაძეს


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

„ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის ნაწილს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში ამნისტიის ნაწილის განხილვისას შექმნილი დაძაბული ვითარების შესახებ ილაპარაკა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„ამნისტიის თემაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე თალაკვაძეს, ჰკითხეთ სხვა ოპოზიციონერებს, რაღაცა საკითხებზე, მაგრამ ყველაფერს ხო არ მოვყვები. იმიტომ, რომ იყო ძალიან მძიმე შეხვედრა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის" ეთერში.

პოლიტიკოსის თქმით, განსაკუთრებით დაძაბული იყო ბოლო დღეები.

„6 თვეა ნერვების ფასად არის ეს ყველაფერი არის, რაც არის. ბოლო დღეები იყო ყველაზე მძიმე, პირდაპირ გეუბნებით, რომ კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავედი თალაკვაძესთან. დაადასტურებენ სხვები, ვინც ამ შეხვედრაზე იყო აბსოლუტურად ყველა. და რაზე? ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით. ვისზე უნდა გავრცელებულიყო და რა უნდა ყოფილიყო. მეორე და მთავარი საკითხი. პოლიტიკური თანამდებობის პირებზე რომ არ უნდა გავრცელდეს, ეს მათაც თქვეს, მაგრამ მთავარი იყო ვადები", - აღნიშნა ვაშაძემ.

ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს. დოკუმენტის საბოლოო ვერსიის ნახვამდე პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა - კონკრეტულად ვისზე გავრცელდება ეს კანონი და თუკი „ყველაზე”, ვინ იგულისხმება ამ „ყველაში”.

მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი უნდა გავრცელდეს ყველაზე - როგორც აქციის მონაწილეებზე, ისე სამართალდამცავებზე. სამართალდამცავების ამნისტია მიუღებელია როგორც 20 ივნისს დაშავებული ადამიანებისთვის, ასევე, ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის.

XS
SM
MD
LG