Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში მის თანამშრომელზე თავდასხმას პოლიცია ტერორისტულო აქტად მიიჩნევს


23 აპრილს, საფრანგეთში, ქალაქ რამბუიეში, პარიზის სამხრეთ-დასავლეთით, მოკლეს პოლიციის თანამშრომელი. თავდამსხმელმა, რომლის ვინაობას არ ასახელებენ, მას ორჯერ დაარტყა დანა ყელის არეში პირდაპირ პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე. პოლიციამ მას ესროლა და მოკლა. ქალი, რომელსაც თავს დაესხნენ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

მოკლული არ იყო პოლიციის თანამშრომელი, ის ასისტენტად მუშაობდა. თავდამსხმელი, მედიის ცნობებით, 36 წლის ტუნისელია, რომელიც არალეგალურად ცხოვრობდა საფრანგეთში დიდი ხნის მანძილზე, თუმცა მოგვიანებით შეძლო თავისი სტატუსის დაკანონება.

პოლიცია მიიჩნევს, რომ თავდასხმა ტერორისტული მოტივით განხორციელდა. მედიის ცნობით, თავდამსხმელი ისლამისტურ ლოზუნგებს გაჰყვიროდა. მკვლელობის ადგილას მოვიდა პრემიერ-მინისტრი, ჟან კასტეკსი, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა პოლიციას და თავდასხმას "უსაზღვრო სისასტიკის ბარბაროსული გამოვლინება" უწოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ტვიტერზე დაწერა, რომ ქვეყანა იბრძოლებს "ისლამური ტერორიზმის" წინააღმდეგ.

გასული წლის შემოდგომაზე, საფრანგეთში მოხდა რამდენიმე ტერაქტი, რომლებიც, გამოძიების თანახმად, რადიკალური ისლამის მიმდევრების მიერ იყო ჩადენილი. ყველაზე ცნობილი შემთხვევა იყო მასწავლებლის, სამუელ პატის, მკვლელობა, ჩეჩნური წარმოშობის ახალგაზრდის მიერ.

ამ თავდასხმებზე რეაქციის სახით, მაკრონმა წარადგინა ინიციატივა კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის შესახებ, რაც მიმართულია სახელმწიფოს საერო ხასიათის გაძლიერებისა და ისლამური გაერთიანებების დერადიკალიზაციისკენ.

XS
SM
MD
LG