Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანული ხომალდები სახიფათოდ დაუპირისპირდნენ აშშ-ის სანაპირო დაცვის გემებს სპარსეთის ყურეში


აშშ-ის ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) კუთვნილი გემები თვის დასაწყისში რამდენჯერმე სახიფათოდ დაუპირისპირდნენ აშშ-ის სანაპირო დაცვის გემებს სპარსეთის ყურეში, რაც, აშშ-ის საზღვაო ძალების სარდლობის ცნობით, პირველი ასეთი შემთხვევაა 2021 წლის განმავლობაში.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის ცნობით, 2 აპრილს ირანის Harth 55-ის სამი სწრაფლმავალი ხომალდი აგრესიულად მიუახლოვდა ამერიკის სანაპირო დაცვის ორ გემს, სპარსეთის ყურეში საერთაშორისო წყლებში პატრულირების დროს.

აშშ-ის ფლოტის თანახმად, ინციდენტს ეკიპაჟის წევრთა დაშავება ან ხომალდის დაზიანება არ მოჰყოლია.

ანალოგიური შემთხვევა შარშან აპრილშიც მოხდა სპარსეთის ყურეში. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 11 ხომალდი "სახიფათოდ და აგრესიულად" მიუახლოვდა აშშ-ის ხომალდებს. აშშ-ის ხომალდები საერთაშორისო წყლებში იყვნენ და წვრთნას ატარებდნენ ინციდენტის მომენტში, იუწყებოდა აშშ-ის ფლოტი.

XS
SM
MD
LG